ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“დაე დასავლეთს მშვიდად ეძინოს”- ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი ომს არ გააჩაღებს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი არ არის დაინტერესებული შეიარაღებული კონფლიქტით, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისივე თქმით, ბელორუსია არ ემუქრება ევროპის უსაფრთხოებას და ომის დაწყებას არც აქამდე აპირებდა.

“ამიტომ, დასავლეთში რაიმე სახის კონფლიქტის, რაიმე სახის ომის გაჩაღება აბსოლუტურად არ შედის ბელარუსის სახელმწიფოს ინტერესებში. ამიტომ, დაე, დასავლეთს მშვიდად ეძინოს”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....