[su_quote]მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ინტელექტუალურად გაცილებით უფრო მაღლა დგას, შეიძლება განათლება და ცოდნა ამათ – ორგანიზატორებს მეტი აქვთ, მაგრამ ხალხი ბრძენია, თუნდაც მათი მხარდამჭერები გრძნობენ, რომ დღეს, საქართველოს რყევა, დესტაბილიზაცია და სისხლისღვრა არ აწყობს. თუ ამათ ლიდერებს მოვუსმენთ, სწორედ ეგ არის მათი მიზანი – დესტაბილიზაცია, სისხლისღვრა და როგორმე, იმ ცეცხლის დანთება, რომელიც ადრე თუ გვიან, 10-15 წელიწადში საბოლოოდ ჩაქრება და შემდეგ დადგება უკვე აყვავების ერა. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის რაღაც სატანისტური იდეით შეპყრობილი ხალხი, როდესაც სისხლზე პარაზიტობით, ცრემლზე პარაზიტობით შეიძლება ეს ახალი ერა მოვიდეს, ახალი ადამიანი დაიბადოს, ძველნი ჩაირეცხონ[/su_quote]
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია Georgian Times-ის ეთერში განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას.