ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

პესკოვი 9 მაისის საყოველთაო მობილიზებაზე: სიმართლე არ არის, სისულელეა

კრემლის პრეს-სპიკერი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ რუსეთი 9 მაისს,  ე.წ  გამარჯვების დღეს საყოველთაო მობილიზების გამოცხადებას აპირებს. პესკოვის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

“არ ღირს ასეთი ინფორმაციების დაჯერება. ეს არ არის სიმართლე, სისულელეა”, – РИА Новости-ს ცნობით, განუცხადა მან ჟურნალისტებს ბრიფინგზე.

ცნობისთვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს შესაძლოა “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” ნაცვლად უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ოფიციალურად ომი უწოდოს, CNN-მა გაავრცელა.

იტვირთბა....