ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ზელენსკი: გაყინული კონფლიქტი არ გვაწყობს, ამაზე არ წავალთ

“ასეთი დიპლომატიური ჭაობი ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ აწყობს”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ Wall Street Journal-ის აღმასრულებელი დირექტორის საბჭოს სამიტზე განაცხადა რუსეთთან გაყინული კონფლიქტის შესაძლებლობაზე საუბრისას.

“ჩვენ არ წავალთ გაყინულ კონფლიქტზე. მე როცა პრეზიდენტი გავხდი, იყო მინსკი1, მინსკი2, წამოყენებული იყო  შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც შემიძლია ვთქვა, რომ არ იყო სერიოზული. იყო ფურცელზე გაფორმებული შეთანხმებები, ეს იყო გაყინული კონფლიქტი. მე წინააღმდეგი ვარ – ასეთ დოკუმენტს ნამდვილად არ გავაფორმებთ”, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინას არ დაურღვევია მინსკის შეთანხმება და მოლაპარაკებების პროცესიდან არ გამოსულა.

“ჩვენ არ გამოვსულვათ მინსკის შეთანხმებიდან, იქედან 24 თებერვალს, რუსეთის ლიდერი გამოვიდა, ეს საჯაროდ თქვა და დაიწყო “სამხედრო ოპერაცია”, თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ ეს ომია, სრულმასშტაბიანი შემოჭრა. ამიტომ, ისინი გამოვიდნენ ამ შეთანხმებიდან და ასეთი დიპლომატიური ჭაობი უკრაინას ნამდვილად არ სჭირდება”, – ამბობს ზელენსკი.

იტვირთბა....