ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დაპირისპირება გარდაბნის მე-4 საარჩევნო უბანზე

ინციდენტი გარდაბანში მე-4 საარჩევნო უბანთან ჩხუბის ფაქტი დაფიქსირდა. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” აქტივისტები მათ აქტივისტებს ავწიროვებენ. ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ არ ჩაერიონ საარჩევნო პროცესში.

“მეტრონომი” “ნაციონალურ მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს სერგო რატიანს ესაუბრა.

“ძირითადად იმ უბნებზე ხდება ინციდენტები, სადაც წინა არჩევნებზე მოგებული გვაქვს. ცდილობენ შექმნან დაძაბულობა. მე-4 და მე-6 უბნებზე ერთი და იგივე ადამიანები დადიან და ქმნიან დაძაბულობას. ამ არჩევნებზე ძირითადი პრობლემა არის ჩვენს ამომრჩეველზე ზეწოლა. უბანზე გაყალბებას ისინი ვერ შეძლებენ, ჩვენ ჩვენს ხმებს დავიცავთ.”-აცხადებს რატიანი.

შეგახსენებთ, ინციდენტთან დაკავშირებით ქართულ ოცნებაში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

იტვირთბა....