ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

ბრიტანეთი უკრაინას გემსაწინააღდეგო რაკეტებს და საზენიტო სისტემებს გადასცემს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უმაღლეს რადაში ვიდეოჩართვისას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც, ქვეყანა რუსეთისგან თავდასაცავად Brimstone-ის ტიპის გემსაწინააღმდეგო რაკეტებს და Stormer-ის საზენიტო სისტემებს მიიღებს.

“უახლოეს კვირებში გამოგიგზავნით Brimstone-ს – ეს გემსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებია, ასევე ბრონირებულ მანქანებს, რომ ხალხის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს დაპყრობილი ტერიტორიებიდან და იმ ადგილებიდან, რომლებიც საფრთხის ქვეშაა. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ, 300 მილიონი ფუნტი სტერლინგის მხარდაჭერის პაკეტზე”, – აცხადებს ჯონსონი.

ამას გარდა, უკრაინას მტრის არტილერიის გამოსავლენად გადაეცემა რადარები, ასევე, მძიმე დრონები და ღამის ხედვის ათასობით მოწყობილობა.

ამავე თემაზე: “უკრაინა გაიმარჯვებს!”, – ბორის ჯონსონმა უმაღლეს რადას მიმართა

იტვირთბა....