ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“უკრაინა გაიმარჯვებს!”, – ბორის ჯონსონმა უმაღლეს რადას მიმართა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებს სიტყვით მიმართა. ჯონსონის თქმით, მას სჯერა, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებს.

“თაობებს მოუყვებიან, როგორ ასწავლეს უკრაინელებმა მთელ მსოფლიოს, რომ აგრესორს არ შეუძლია რაიმე დაუშავოს ერს, რომელმაც თავისუფლება აირჩია. ისინი როგორც დაამტკიცეს უკრაინელებმა თავისი გამძლეობით და მსხვერპლის გაღებით, რომ ტყვიებს და ტანკებს არ შეუძლიათ იმ ერის დათრგუნვა, რომელიც თავისი დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ამიტომ, მჯერა და ვიცი, რომ უკრაინა გაიმარჯვებს”, – მიმართა რადას ჯონსონმა.

ამასთან, European Pravda-ს ცნობით, ბორის ჯონსონმა დეპუტატებს სახმედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ აცნობა.

“უახლოეს კვირებში გამოგიგზავნით Brimstone-ს – ეს გემსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებია, ასევე ბრონირებულ მანქანებს, რომ ხალხის ევაკუაცია უნდა განხორციელდეს დაპყრობილი ტერიტორიებიდან და იმ ადგილებიდან, რომლებიც საფრთხის ქვეშაა. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ, 300 მილიონი ფუნტი სტერლინგის მხარდაჭერის პაკეტზე”, – აღნიშნა ჯონსონმა.

მასთან, როგორც European Pravda წერს, ჯონსონი უკრაინელებს დაჰპირდა, რომ სურს უკრიანა ისე გააძლიეროს, რომ ვერავინ გაბედოს მისი ხელყოფა.

 

 

იტვირთბა....