ახალი ამბები ეკონომიკა ციტატა

“როგორ გადაწყვეტდა ბორჯომის საკითხს თავმოყვარე ხელისუფლება…” – ქადაგიძე

[su_quote]როგორ გადაწყვეტდა ბორჯომის საკითხს თავმოყვარე და ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება.

ნაბიჯი 1.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის აქტებს, კრემლთან დაკავშირებული სანქცირებული ოლიგარქების შესახებ, აქვს იურიდიული ძალა საქართველოს ტერიტორიაზე.

ნაბიჯი 2.

საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს სანქცირებული ოლიგარქების ქონების გაყინვის და განკარგვის შესახებ.

ნაბიჯი 3.

სასამართლო, ახალი კანონის შესაბამისად, ნიშნავს საერთაშორისო რეპუტაციულ დროებით მმართველს დაყადაღებული ქონების სამართავად.

ნაბიჯი 4.

დაყადაღებული ქონების საქმიანობიდან და შემდგომი გაყიდვიდან მიღებული ასეულობით მილიონი მიემართება უკრაინაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაბამის ანგარიშებზე, საერთაშორისო პრაქტიკის და პრეცედენტის შესაბამისად.

შედეგად, ბორჯომი აგრძელებს საქმიანობას ახალი მმართველის ქვეშ, ხალხი ინარჩუნებს სამუშაო ადგილებს, ბიუჯეტი შემოსავლებს. რაც მთავარია, მოძმე უკრაინასთან ვართ წელში გამართულები და ჩვენი ბიზნესმენები ამაყად ღებულობენ მონაწილეობას უკრაინის რეაბილიტაციაზე გამოყოფილ მრავალმილიარდიან ტენდერებში.

ასე რომ მეგობრებო, ბორჯომის პრობლემა კი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს საგარეო პოლიტიკური კურსის პრობლემა.[/su_quote]

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

 

 

 

იტვირთბა....