პირადობის ელექტრონული მოწმობის აღება 30 ლარის ნაცვლად 60 ლარი ეღირება, ბიომეტრიული პასპორტის საფასური 100-დან 150 ლარამდე გაიზრდება.
მთავრობის დადგენილება პირველი მაისიდან ამოქმედდება.
იზრდება დოკუმენტების დაჩქარებული წესით აღების საფასურიც.
საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის იმავე დღეს აღება 350 ლარი დაუჯდება.
2 სამუშაო დღეში – 300 ლარი;
3 სამუშაო დღეში – 225 ლარი;
5 სამუშაო დღეში – 180 ლარი;
10 სამუშაო დღეში − 150 ლარი.
პირადობის მოწმობის იმავე დღეს აღება 150 ლარი იქნება.
2 სამუშაო დღეში – 120 ლარი;
3 სამუშაო დღეში – 100 ლარი;
5 სამუშაო დღეში – 80 ლარი;
10 სამუშაო დღეში – 60 ლარი.