ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ხუხაშვილი: ბორჯომი არის სტრატეგიული ობიექტი და მისი გაჩერება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია

[su_quote]ბორჯომის ქარხნის გაჩერება არ არის მხოლოდ ბიზნესის და თუნდაც სოციალური პრობლემა.
ადრეც მითქვამს, რომ ეს ბრენდი არის ქართული მატერიალური და არამატერიალური კულტურის განუყოფელი ნაწილი. შესაბამისად, ის არის სტრატეგიული ობიექტი და მისი გაჩერება სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია, თავი რომ გავანებოთ მრავალმილიარდიან ზარალს, რაც ასწლოვანი ისტორიის განმავლობაში მოპოვებული აქტივის დაკარგვის რისკს უკავშირდება.
ამიტომ, სასწრაფოდ უნდა მოხდეს საწარმოს ნაციონალიზაცია, რაზეც რამდენიმე თვის წინ მივმართე ხელისუფლებას და ყური არ შეიბერტყეს. შემდგომში შესაძლოა პრივატიზაცია, პოლიტიკურად დაზღვეულ პირობებზე[/su_quote]

წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი. ცნობისთვის, დღეიდან, “ბორჯომის” ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი შეჩერდება. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება უკრაინაში საომარი მოქმედებების ფონზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს.

იტვირთბა....