ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაასახელა, რა უპირატესობა აქვთ რუსულ არმიასთან

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დაასახელა ის უპირატესობა, რომელსაც რუსეთის არმიასთან მიმართებაში ფლობენ. როგორც მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ტელემარათონის ეთერში განაცხადა, ოკუპანტებს ბევრი იარაღი აქვთ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავიანთ სტრატეგიას უფრო ინტელექტუალური მეთოდებით სახავენ, ვიდრე ამას მტერი აკეთებს.

“ჩვენ სტრატეგიებს ინტელექტუალურად ვსახავთ და ეს გვძენს უპირატესობას”, – აღნიშნავს ანა მალიარი.

მან იმაზეც ისაუბრა, სად არის ახლა ყველაზე ცხელი საბრძოლო წერტილები.

“ახლა უკრაინის აღმოსავლეთით რთული ვითარებაა. იქედან ახლახან დავბურნდი. დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებისთვის სასტიკი ბრძოლები მიდის. ძირითადი დაპირისპირებები აღმოსავლეთშია კონცენტრირებული. დღეს ხანძრებია ხარკოვის ოლქშიც და ხერსონშიც მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები ძალიან ძლიერ წინააღმდეგობას უწევს მტერს.

შეგახსენებთ, ურკაინა რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.

 

 

იტვირთბა....