ახალი ამბები

ბაიდენი: რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ფუჭი კომენტარები არ უნდა გააკეთოს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსული მხარის კომენტარები ბირთვული ომის შესაძლებლობის შესახებ უპასუხისმგებლოა.

“რუსეთმა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ან მათი გამოყენების აუცილებლობის შესაძლებლობაზე ფუჭი კომენტარები არ უნდა გააკეთოს.

მათი განცხადებები ნამდვილად მაწუხებს, რადგან ეს აჩვენებს იმ სასოწარკვეთას, რომელსაც რუსეთი განიცდის სასტიკი წარუმატებლობის გამო, რომ ვერ შეძლეს იმის გაკეთება, რასაც თავიდანვე აპირებდნენ. ვფიქრობ, რომ ეს უფრო ასახავს არა სიმართლეს, არამედ მათ წარუმატებლობას“, – განაცხადა ბაიდენმა.

იტვირთბა....