ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში CSTO-ს წევრი ქვეყნების მხარდაჭერა არ აქვს – დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთს უკრაინაში დაწყებულ ომში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (CST) წევრი ქვეყნების მხარდაჭერა არ აქვს.

“რუსეთის ფედერაციის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრებს არ სურთ გადაწყვეტილების მიღება სამშვიდობო ოპერაციების ჩატარებაზე საკუთარი ქვეყნის გარეთ. მათ შორის, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკებში”. სამაგიეროდ, CST-ის წევრებს შეუძლიათ, რუსეთის ან ბელორუსის ტერიტორიაზე ეროვნული კონტიგენტების შეზღუდული რაოდენობით განლაგების შესაძლებლობა განიხილონ, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური განცხადება გაგეთდება მათ ტერიტორიაზე უკრაინის თავდასხმის შესახებ”, – აცხადებენ დაზვერვის სამსახურში.

ცნობისთვის, CST სამხედრო-პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის შემადგენლობაშიც ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და რუსეთი 1994 წლიდან შედიან.

 

 

იტვირთბა....