ახალი ამბები მთავარი მსოფლიო უკრაინის ომი

როგორი სიტუაციაა “აზოვსტალის” ქარხანაში, რომელსაც 2 000 მშვიდოებიანი აფარებს თავს – ფოტოები

უკრაინაში, მარიუპოლში მდებარე “აზოვსტალის” ქარხანაში სულ მცირე 2 000 მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს. არიან ბავშვები, მოხუცები და დაჭრილები. ამის შესახებ ინფორმაციას საქალაქო საბჭო ავრცელებს. მათი ცნობით, ქარხანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და იქ მყოფები სასწრაფოდ შველას საჭიროებენ.

“მეტალურგიულ ქარხანაში სულ ცირე 2 000 სამოქალაქო პირია. ქალები, ბავშვები და მოხუცები. ბევრი დაჭრილია, ანტისანიტარიაში და საშინელ პირობებში, მედიკამენტების გარეშე. კატასტროფული სიტუაციაა სასმელ წყალთან და საჭმელთან დაკავშირებით. შველა სასწრაფოდ არის საჭირო”, – ნათქვამია განცხადებაში.

საქალაქო საბჭო “აზოვსტალის” ქარხნიდან ფოტომასალასაც ავრცელებს:

იტვირთბა....