უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ უკვე 22,1 ათასს მიაღწია.
ცოცხალი ძალის გარდა, 26 აპრილის მონაცემებით, რუსული მხარის დანაკარგები ასეთია:
- 918 ტანკი
- 2 000 ბრონირებული მანქანა
- 416 საარტილერიო სისტემა
- 149 მრავალჯერადი რეაქტიული სისტემა
- 69 საჰაერო თავდაცვის სისტემა
- 184 თვითმფრინავი
- 154 ვერტმფრენი
- 1000-ზე მეტი საავტომობილო ტექნიკა
- 8გემი-კატერი
- 76 საწვავითა და საპოხი მასალებით სავსე ავზი
- 205 უპილოტო ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონი
- 31 სპეცტექნიკა
- 4 OTRK / TRK გამშვები
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.