ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

RIA Novosti: მალე, რუსეთში დონეცკის და ლუგანსკის “საელჩო” გაიხსნება

მოსკოვში ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების “საელჩოების” გახსნა იგეგემება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო გამოცემა RIA Novosti ავრცელებს.

როგორც “რია ნოვოსტი” დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ე.წ. საელჩოები უახლოეს მომავალში გაიხსნება, ამ ეტაპზე კი, ამისთვის “კონკრეტული სამუშაოები” მიმდინარეობს.

“შესაძლოა, დიპლომატიური წარმომადგენლობა ერთი ან ორი თვის განმავლობაში გაიხსნას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რუსულმა მხარემ ომის “მეორე ფაზის” მიზნად დონბასის ოლქისა და უკრიანის მთლიანი სამხრეთ ნაწილის ოკუპირება დაასახელა.

იტვირთბა....