ანტირუსული სანქციების საპასუხოდ, სანქციები უწესდებათ აშშ-ისა და კანადის მოქალაქეებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა განცხადებაშია ნათქვამი.
რუსეთი სანქციებს უწესებს ამერიკის შეერთებული შტატების 29 მოქალაქეს, რომელთა შორის ბიზნესმენები, ტოპ-მენეჯერები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები არიან.
ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ META-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი. მათ რუსეთში შესვლა ეკრძალებათ განუსაზღვრელი ვადით.