საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.
“პრეზიდენტ პუტინსა და რუსეთს, როგორც ბირთვული იარაღით აღჭურვილ სახელმწიფოსა და უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, მოვუწოდებ, დარჩეს პასუხისმგებლიან სახელმწიფოდ”, – განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, თუ არჩევნებში საფრანგეთის მოქალაქეები ნდობას გამოუცხადებენ, შესაძლებლობა ექნება პუტინს დაურეკოს.