ახალი ამბები პოლიტიკა

“ფსიქოტიპი, როგორიც სააკაშვილია, შეიძლება ვერ ეგუებოდეს 4 კედელს” – ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიხეილ ფსიქოტიპი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, შეიძლება ვერ ეგუებოდეს 4 კედელს.

ვოლსკის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება.

“საკანში გაძლება საკმაოდ რთულია, მაგრამ წარმოიდგინე, ათასეულობით ადამიანი, ვინც უძლებდა იმ სადისტური წამების ციხეს, რომელიც სააკაშვილმა შექმნა. იმ პირობებში, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, რასაკვირველია, მისთვის უზრუნველყოფილია ყველაფერი, რაც შეიძლება პატიმარს ჰქონდეს, სამედიცინო მომსახურება, დამოკიდებულება მის მიმართ. ეს არის უშველებელი სხვაობა, რაც მან ციხეებში შექმნა, უამრავი ადამიანი ყოველწლიურად სიცოცხლეს გამოასალმა, მაგრამ თავისი ფსიქოტიპი, როგორიც სააკაშვილია, შეიძლება ვერ ეგუებოდეს 4 კედელს, შესაძლოა, მას თავისი დამოკიდებულება ჰქონდეს იმ მდგომარეობისადმი, რომელშიც დღეს იმყოფება და კვლავ პრეზიდენტის განცხადებებს აკეთებს სასამართლოს დარბაზში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

იტვირთბა....