ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

“საეჭვოა, აკონტროლებს თუ არა რუსეთი მარიუპოლს” – ჯო ბაიდენი

“ჯერჯერობით, არ არსებობს მტკიცებულებები, რომ მარიუპოლი სრულად დაეცა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისივე თქმით, მარიუპოლიდან მოსახლეობის უსაფრთხოდ გასასვლელად რუსეთმა ჰუმანიტარული დერეფნები უნდა უზრუნველყოს.

“უპირველეს ყოვლისა, საეჭვოა, აკონტროლებს თუ არა ის მარიუპოლს. ერთი საკითხი, რაც დანამდვილებით ვიცით მარიუპოლზე, ისაა, რომ მან უნდა დაუშვას ჰუმანიტარული დერეფნები, რათა გასვლის შესაძლებლობა მისცეს ხალხს, რომელიც არის ნანგრევებში მეტალურგიულ ქარხანასა და სხვა ადგილებში. ასეთ გარემოებებში ამას ნებისმიერი სახელმწიფო მეთაური გააკეთებდა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

იტვირთბა....