ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

აშშ ამერიკულ პორტებში რუსული გემების შესვლას კრძალავს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ ამერიკულ პორტებში რუსული გემების შესვლას კრძალავს.

“არცერთ გემს, რომელიც დაცურავს რუსეთის დროშის ქვეშ, არ მიეცემა აშშ-ის პორტში, ან ჩვენს სანაპიროებზე შესვლის ნება”, – თქვა ბაიდენმა.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელსაც აშშ დგამს თავის მოკავშირეებთან ერთად დგამს.

“ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც რუსეთის დასასჯელად, ჩვენს პარტნიორებთან, დიდ ბრიტანეთთან, კანადასთან და ევროკავშირთან ერთად გადავდგით”, – განაცხადა ბაიდენმა.

იტვირთბა....