ახალი ამბები უკრაინის ომი

ბაიდენი: უკრაინა დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინა მიიღებს დამატებით 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას

“დღეს მე ვაცხადებ 800 მილიონ დოლარის დამატებით დახმარებას, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასის რეგიონში ქვეყნის ბრძოლის უნარი”,– თქვა ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, დახმარების ახალი პაკეტი მძიმე არტილერიას, ტყვიამფრქვევებსა და ტაქტიკურ დრონებს მოიცავს.

 

იტვირთბა....