ახალი ამბები პოლიტიკა

“ის არ შეეგუება მის მდგომარეობას, ექნება მაღალამბიციური სურვილები” – სარჯველაძე

რა ცვლილებებსაც ბატონი სააკაშვილი გულისხმობდა, ამ ცვლილებების დრო არც ახლაა და არც მომავალში იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების გარდა, არ არსებობს მეთოდი, რომლითაც შეიძლება, ხელისუფლების ცვლილება გამართლდეს.

სარჯველაძე ამბობს, რომ სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებულ სურვილებს განხორციელება არ უწერია.

“ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამას უთითებს მათ შორის დროის კონტექსტში, მომავალშიც ასე იქნება, ასეთია მოცემულობა. ის არ შეეგუება მის მდგომარეობას, ექნება მაღალამბიციური სურვილები. მთელი ტრაგიზმი ამ განცხადებებისა და ვითარებისა იმაშია, რომ აშკარაა, მთლიანად „ნაცმოძრაობა“, მისი ლიდერი, რომელიც პატიმარია, მოწყვეტილები არიან რეალურად არსებული მდგომარეობის სწორ აღქმას. მათი დღის წესრიგი და ზრახვები იქნება კვლავ იგივე. რამენაირად სადღაც ცეცხლი დაანთონ, სადღაც რაღაც გააფუჭონ. იმ შერქმეული სახელწოდების ნამდვილობა რომ გაამართლონ, მათი ღვაწლი იქნება აქეთკენ მიმართული, ომის პარტიის, ღალატის პარტიის სტატუსი რომ გაამართლონ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

იტვირთბა....