უკრაინაში საომარი მდგომარეობა კიდევ 30 დღით გახანგრძლივდა.
ქვეყნის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივას უმაღლესი რადას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს.
ინფორმაცია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ დოკუმენტებში უკვე აისახა.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.