დღეს, “ქართული ოცნება” დაარსებიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. “მეტრონომი” პარტიის დეპუტატს, ხატია წილოსანს დაუკავშირდა და სთხოვა, დაესახელებინა, რა იყო ამ დროის განმავლობაში ხელისუფლების ყველაზე დიდი მიღწევა და შეცდომა.
წილოსანი მიღწევეებს შორის ასახელებს საქართველოს სწრაფვას საერთაშორისო ორგანიზაციებისკენ და ასევე, ამბობს, რომ ქვეყანაში უფრო გამჭვირვალე გახდა დემოკრატიული პროცესები. ხოლო “ქართული ოცნების” მთავარ შეცდომად გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ნაკლებ ჩართულობას და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ნაკლებობას ასახელებს.
“ვფიქრობ, ყველაზე დიდი მიღწევა არის ის, რომ გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ასევე, ჩვენი ხელისუფლების პირობებში უვიზო მიმოსვლა შევიდა ძალაში, ხელი მოეწერა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას და ასოცირების შეთანხმებას. ამასთან, ვფიქრობ, რომ დემოკრატიული პროცესები უფრო ღია და გამჭვირვალე გახდა და თუნდა ის, რომ დღევანდელ პარალემტნში წარმოდგებილია 9 პოლიტიკური სუბიექტი, ესეც არის იმ რეფორმების და დემოკრატიული პროცესების ნაწილი, რომელთაც პარტია ატარებს. შეცდომას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ გარკვეული მიმართულებით ალბათ უფრო მეტი სიხისტე არის გადაწყვეტილებებში საჭირო და ზოგჯერ, სწორედ იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოების ფართო ჩართულობა უზრუნველყოფილი იყოს, გარკვეული გადაწყვეტილებები, ვთქვათ იგივე ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პროცესს გამოვყოფდი და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი კამპანია იყო საჭირო იმისთვის, რომ ნაკლები ნაკლები დამაზიანებელი შედეგები მოჰყოლოდა პანდემიას”, – აცხადებს წილოსანი.
ამავე თემაზე: “ივანიშვილთან ერთად ხალხს თავისუფლება და დემოკრატია დავუბრუნეთ”, – “ქართული ოცნება”