უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველს, ალექსეი არესტოვიჩს ჰკითხეს, შეუძლია თუ არა უკრაინას, რუსეთს მის ტერიტორიაზე შეუტიოს.
არესტოვიჩის თქმით, თავდასხმა საბრძოლო მოქმედებების უფრო რთული სახეობაა, ვიდრე თავდაცვა, უკრაინას კი არ აქვს მძიმე შეიარაღება, რომ აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთის ტერიტორიაზე წამოიწყოს საბრძოლო მოქმედებები.
“ამას გარდა, საჭიროა ძალიან კარგად გაწვრთნილი არმია, რომელსაც შეუძლია შეტევითი ოპერაციის განხორციელება. ეს რთულია. მევრად უფრო რთული, ვიდრე თავდაცვა”, – განაცხადა არესტოვიჩმა ტელეკომპანია 24 канал-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.