ახალი ამბები უკრაინის ომი

“მარიუპოლში, თვეზე მეტია, ბავშვებს მზე არ უნახავთ – გადაარჩინეთ ბავშვები!” – სტეფანჩუკი მსოფლიოს მიმართავს

უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი მარიუპოლში არსებული მდგომარეობის შესახებ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სტეფანჩუკი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს და მათ მარიუპოლში მყოფი ბავშვების გადარჩენას სთხოვს:

“თვეზე მეტია, ბავშვებს მზე არ უნახავთ, არ აქვთ საკმარისი საკვები და ვიტამინები და მუდმივად ბომბების სროლას გრძნობენ.

ეს ყველაფერი ემართებათ ბავშვებს, რომლებიც რუს ოკუპანტებს აზოვსტალის ქარხნის სარდაფებში ემალებიან.

ასე გამოიყურება ჯოჯოხეთი! ჯოჯოხეთი, რომელსაც არც ერთი მათგანი არ იმსახურებდა.

მოვუწოდებთ მთელ მსოფლიოს, გადაარჩინოს ბავშვები და მოაწყოს მწვანე დერეფნები!” – წერს სტეფანჩუკი.

იტვირთბა....