ახალი ამბები პოლიტიკა

“ნაცმოძრაობაში“ პოლიტიკური აქტივობებით რომ ვერ გამოირჩევიან, სინოპტიკოსობას მიჰყვეს ხელი” – ღუდუშაური

“ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური აქტივობებით რომ ვერ გამოირჩევიან და პოლიტიკის კეთებით არ არიან დაკავებულები, ეს ცხადია. როგორც ჩანს, ახლა უკვე სინოპტიკოსობას მიჰყვეს ხელი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

“აქაც არ ვიცი, რამდენად აქვთ წარმატების მოლოდინი, რას ეძახიან ცხელს და ცივს. მაგრამ საქართველოში ნამდვილად იქნება მშვიდობიანი გაზაფხული, ისევე როგორც ზაფხული. ფაქტი არის ერთი, რომ მათი პოლიტიკაში ყოფნის დრო სულ უფრო და უფრო მცირდება. მათი გაცხადებული გეგმები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნისა და ქვეყნის მოსახლეობის ინტერესებთან. არავისთვის საინტერესო არაა მათი გეგმები, მით უფრო როდესაც ეს გეგმები პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის თავშია მოხარშული. შესაბამისად, რომელიმე მისი კომიკოსი ან ლაქია რას იტყვის, არავისთვის საინტერესო არ არის“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

 

იტვირთბა....