ახალი ამბები პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი საქართველოშია

NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს აპატურაი უკვე საქართველოშია.

ვიზიტის ფარგლებში აპატურაი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

ხვალ, 20 აპრილს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე აპატურაი ისაუბრებს NATO-ს თანამშრომლობაზე საქართველოსთან კიბერუსაფრთხოებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სფეროში.

სხდომა 20 აპრილს, 10:30 საათზე გაიმართება.

იტვირთბა....