ახალი ამბები პოლიტიკა

“რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრიც არ ექნებათ დასრულებული, რომ მომდევნო რიგით არჩევნებს კიდევ ერთხელ წააგებენ” – თალაკვაძე

“ცოტა ხნის წინ ჩატარდა არჩევნები აჭარასა და რუსთავში, სადაც რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდა. რა რიგგარეშე არჩევნებზე საუბრობენ? ეს არის მორიგი სიცრუე.”, – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“თემები ამოეწურათ და ამით ცდილობენ მედიის ზედაპირზე დარჩენას. რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრიც არ ექნებათ დასრულებული, რომ მომდევნო რიგით არჩევნებს კიდევ ერთხელ წააგებენ. სჯობს უფრო სერიოზულად მოეკიდონ პოლიტიკას და პატივი სცენ საზოგადოებასა და ქვეყანას”, –განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 20 აპრილს, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

იტვირთბა....