“ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ფაზაში გავანადგურებთ რუსეთის არმიას, რომლებმაც პრინციპში, ომი არ იციან და მხოლოდ ადამიანების ხოცვა და ინფრასტრუქტურის დანგრევა შეუძლიათ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის იზოლირება აუცილებელია.
“არ ვიცი, რისი დემონსტრირება სურთ მსოფლიოსთვის. ალბათ, თავისი ბარბაროსული ცივილიზაციის, რომლის იზოლირებაც აუცილებელია. კი ბატონო, ახლა წავლენ დონბასში, სადაც დაკარგავენ გარკვეული რაოდენობით ხალხს, რომლებიც ადამიანებადაც კი არ მიაჩნიათ. კარგი, ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით”, – აცხადებს პოდოლიაკი.