საფრანგეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას მხარს დაუჭერს, – Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა ტელევიზიით განაცხადა.
მინისტრის თქმით, მსგავსი ნაბიჯი განიხილება სანქციების ახალი პაკეტის ზომებს შორის და მას მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.
„იმედია, უახლოეს კვირებში ჩვენ შევძლებთ დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, შეწყვიტონ რუსული ნავთობის იმპორტი“, – განაცხადა ლემერმა.
საგულისხმოა, რომ რუსული ნავთობის დათმობა შეიძლება იყოს განსაკუთრებული გამოწვევა უნგრეთისთვის, სლოვაკეთისთვის და ბულგარეთისთვის, რომლებიც ამ რესურსს ძირითადად რუსეთიდან ყიდულობენ. მთლიანობაში, რუსული ნავთობი ევროკავშირის ნავთობის იმპორტის 25%-ს შეადგენს, გაზს კი 40%-ს.