ახალი ამბები უკრაინის ომი

კიევის მერი მიმართვას ავრცელებს

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ქალაქში დაბრუნება არ იჩქარონ.

მისი თქმით, უკრაინის დედაქალაქი კვლავ რჩება სარაკეტო დარტყმის საფრთხის ქვეშ.

“მეგობრებო, დღევანდელი მდგომარეობით, კიევში 2 მილიონ 120 000 ადამიანი იმყოფება, რადგან ბევრი კიეველი, რომელმაც ქალაქი დატოვა, უკვე დაბრუნდა. დედაქალაქი თანდათან ცოცხლდება. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ: თუ გაქვთ შესაძლებლობა, რომ დარჩეთ უფრო უსაფრთხო ადგილას, არ იჩქაროთ ქალაქში დაბრუნება. სამხედრო მონაცემებსა და ბოლო მოვლენებზე დაყრდნობით, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ კიევი სარაკეტო დარტყმის შემდგომი საფრთხის ქვეშ იმყოფება.

წინა დღეს აფეთქებები მოხდა დარნიცკის რაიონში. სარაკეტო თავდასხმა იყო ბროვარშიც. დიახ, ჩვენი საჰაერო ძალები კარგად მუშაობენ, მაგრამ არის დარტყმები, ამიტომ ქალაქში უსაფრთხოების გარანტია არ შეგვიძლია, რადგან კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნედ”, – წერს ვიტალი კლიჩკო.

იტვირთბა....