ახალი ამბები საზოგადოება

მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

დედაქალაქის მერიამ მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რის გამოც, ევროპისა და გორგასალის მოედნების მიმდებარედ სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

“მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება ძველი მიმართულებების შესაბამისად, შეზღუდულად შეეძლებათ. კერძოდ, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან, ევროპის მოედნიდან და მეტეხის აღმართიდან, გორგასალის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის ევროპის მოედნის მიმართულებით, შეზღუდულად გადაადგილება ასევე, შესაძლებელი იქნება გორგასალის მოედნიდან.

სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უცვლელი მარშრუტით გადაადგილდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....