ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა

უკრაინას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადაეცა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ დაეხმარებიან უკრაინას აღნიშნული კითხვარის შევსებაში.

“ეს არის კითხვები, რომელთა საფუძველზე ჩამოყალიბდება ევროკავშირის შეფასება, როგორც რეკომენდაცია საბჭოსადმი. ჩვენ მზად ვართ, კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაში დაგეხმაროთ ამ კითხვარის შევსებაში. ბევრი ვიცით ერთმანეთის შესახებ, რადგან ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ერთად ბოლო წლებში.“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

“პასუხები მზად გვექნება ერთ კვირაში”, – უპასუხა ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტს.

იტვირთბა....