[su_quote]ვერ ვიქნებით გამონაკლისი იმ პროცესებიდან, რაც მსოფლიოშია – კონკრეტულ მექანიზმს შევიმუშავებთ, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ხორბლის წარმოების ზრდას. კვლევებით, მარტის თვეში 13 პროცენტზე მეტით არის ფასები გაზრდილი მსოფლიოში. შესაბამისად, იმ პროდუქტებთან მიმართებაში, რაზეც ჩვენ დამოკიდებული ვართ იმპორტზე და კარგად არის ცნობილი, რომ ფქვილის და ხორბლის იმპორტს ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, რაც ხდება მსოფლიო ბაზარზე, ვერ ვიქნებით მოწყვეტილი.[/su_quote]
ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტების კითხვას, რა გეგმა აქვს მთავრობას პურის ფასის კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაში.