უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ადგილობრივ ჟურნალისტებთან ინტერვიუში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, რუსეთის ნდობა არ შეიძლება და მსოფლიო უნდა მოემზადოს მისი მხრიდან ბირთვული ან სხვა არაკონვენციური იარაღი გამოიყენების საფრთხეებთან გასამკლავებლად.
“არ არის აუცილებელი იმის ლოდინი, როდის გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს. მსოფლიო ახლა უნდა მოემზადოს ამისთვის, სხვადასხვა გზით, არა მხოლოდ ანტიდოტებითა და თავშესაფრებით. მათთან საუბარია საჭირო, დოკუმენტის გაფორმება, მათი ეკონომიკის ისე გამოწურვა, რომ აზრადაც აღარ მოუვიდეთ ეს. რუსეთს შეუძლია, ნებისმიერი სახის იარაღი გამოიყენოს, მათი ნდობა არ შეიძლება. ისევე, როგორც ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები – ისეთი ჩანაწერი უნდა გაკეთდეს, რომელიც იმაზეა გათვლილი, რომ მეორე დღეს ისევ იარაღით არ მოგვადგნენ. დაე, მოვიდნენ, მაგრამ ჩვენ შესაბამისი პასუხის გაცემა შეგვეძლოს”, – ამბობს ზელენსკი.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, მისი მხრიდან რამდენჯერმა გაისმა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა. ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა ისიც განმარტა, რა შემთხვევაში გააკეთებს რუსეთი ამას.