ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

პაპუაშვილი: ჩემთვის დიდი პატივია გმირ კიევში ყოფნა

[su_quote]ჩემთვის პატივია გმირ კიევში ყოფნა. მინდა გამოვხატო მადლიერება ჩემი კოლეგის, სტეფანჩუკისადმი, რომელიც, მიუხედავად მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვებისა, ჩვენს საპარლამენტო დელეგაციას მასპინძლობს უმაღლეს რადაში. ჩვენ მეგობრებს ვსტუმრობთ მოძმე უკრაინაში, რომ დავადასტუროთ ჩვენი ძლიერი და ერთიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი. სხვაგვარად ვერ მოვიქცეოდით, რადგან ჩვენი ხალხი ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. ჩვენი კულტურა, ისტორია, მეგობრობა არის ის, რაც გვაძლიერებს და გვაერთიანებს. ეს არის ის, რასაც უკრაინაც და საქართველოც ვაფასებთ. ჩვენ, ქართველები გაერთიანებული ჩამოვედით კიევში, რათა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს, მივუსამძიმროთ და გავიზიაროთ მათი ტკივილი ვინც იტანჯებოდა და დავდგეთ უკრაინელი ერის გვერდით. სიტყვებით ვერ აღწერ იმ სურათებს, რაც შორიდან ვიხილეთ და ახლა, გვექნება საშუალება ჩვენი თვალითაც ვნახოთ. ვგულისხმობ ბუჩას, ირპენს, ბოროდიანკას, კრამატორსკის. არის კიდევ ბევრი ქალაქი, რომელსაც იგივე ბედი ეწია და ბევრის ისტორია ჯერ ცნობილი არ არის. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და პატივისცემით მოეკიდოს უკრაინელი ხალხის არჩევანს[/su_quote]

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციისა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამავე თემაზე: სტეფანჩუკი: საქართველოს დელეგაციასთან განვიხილეთ სანქციების დაწესების აუცილებლობა

იტვირთბა....