ახალი ამბები პოლიტიკა უკრაინის ომი

“პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ უკრაინაში წამოვსულიყავით”- მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, აცხადებს, რომ ვიზიტი, მიხეილ სააკაშვილთან ერთად გადაწყვიტა.

მარგველაშვილის თქმით, ამით სურდათ უკრაინელებისთვის ეჩვენებინათ, რომ პრეზიდენტები მათ გვერდით დგანან.

“ჩვენ უკრაინაში ჩამოვედით იმისთვის, რომ ქართველი ხალხის, საქართველოს ფაქტობრივად ყველა მოქალაქის სურვილი ავასრულოთ, რომ მაღალი დონის წარმომადგენლობა იყოს წარმოდგენილი უკრაინაში, აჩვენოს კიდევ ერთხელ უკრაინელ ხალხს, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, აჩვენოს კიდევ ერთხელ მებრძოლ ქართველებს, რომ მათ გვერდით ვდგავართ და ეს გრძნობა იყო ის, რაც გარკვეულ ხინჯად მქონდა მეც და იგივე ემოცია ჰქონდა პრეზიდენტ სააკაშვილს და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით და გვეჩვენებინა უკრაინელი ხალხისთვის, რომ პრეზიდენტები ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და რომ ეს ერთად დგომა არის უცვლელი და არ ცვლის არაფერი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი,  უკრაინაში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება.

იტვირთბა....