ახალი ამბები პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები გიორგი მარგველაშვილთან ერთად უკრაინაში არიან

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე, პარტიის ლიდერები, კობა ნაყოფია და ეკა ხერხეულიძე უკრაინაში არიან.

ნიკა მელიას თქმით, უკრაინაში ისინი არა ქართულ ოპოზიციას, არამედ, ქართველ ხალხს წარმოადგენენ.

“მნიშვნელოვანია, ამ დელეგაციის ფარგლებში ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, ბევრ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. დღეს ჩვენ აქ და ახლა არ წარმოვადგენთ ქართულ ოპოზიციას. აქ და ახლა ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, რომლის უმრავლესობაც არის სოლიდარული უკრაინის მიმართ”, – ამბობს ნიკა მელია “მთავარ არხთან”.

ცნობისთვის, დღეს უკრაინაში შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაციაც გაემგზავრა.

 

 

იტვირთბა....