უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრილს პირველ დღეს, მსოფლიოს გავლენიანი პოლიტიკოსები არ იყვნენ დარწმუნებული, რომ მათი ქვეყანა დამპყრობლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეძლებდა.
როგორც ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, როდესაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშთაბიანი ომი დაიწყო, მათ ბევრი ურჩევდა ქვეყნის დატოვებას.
“მახსოვს რუსეთის შემოჭრის პირველი დღე. მახსოვს, 24 თებერვალს რას მეუბნებოდნენ, მათ შორის, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები. მსუბუქად რომ ვთქვათ, არავინ არ იყო დარწმუნებული, რომ მყარად დავდგებოდით, ყველა თანაგრძნობით გვიყურებდა. ბევრი გვირჩევდა ქვეყნის დატოვებას, ფაქტობრივად, გვირჩევდნენ ტირანიას დავნებებოდით. მაგრამ ისინი ჩვენ არ გვიცნობდნენ და არ იცოდნენ, რამდენად მამაცები არიან უკრაინელები, რამდენად ვაფასებთ თავისუფლებას, იმის შესაძლებლობას, ვიცხოვროთ ისე, როგორც ეს თავად გვინდა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, ოკუპანტები ყველაფერზე აგებენ პასუხს, რაც უკრაინის და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინეს.
“ისინი პასუხს აგებენ ბუჩის, კრამატორსკის, ვოლნოვახის, ახტირკას, გოსტომელის, ბოროდიანკას, იზიუმის, მარიუპოლის და უკრაინის ყველა სხვა ლამაზი ქალაქის გამო, რომლებიც რუსულმა არმიამ 80 წლით უკან დახია. [პასუხს აგებენ] იმ გამო, რომ დააბრუნეს დრო, რომელზეც მსოფლიოში ყველა ყოველთვის ამბობდა – “აღარასდროს””, – აღნიშნა ზელენსკიმ.