აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მზად არის, ჩავიდეს უკრაინაში.
თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაშიის თანახმად, ბაიდენს ჟურნალისტმა ჰკითხა – აპირებს თუ არა უკრაინაში მაღალი თანამდებობის პირის გაგზავნას, რაზეც თავდაპირველად, მან უპასუხა – “ამ გადაწყვეტილებაზე ახლა ვმუშაობთ”.
ხოლო ამის შემდეგ, ბაიდენსა და ჟურნალისტს შორის ასეთი დიალოგი შედგა:
ჟურნალისტი – “ვის გაგზავნით?”
ბაიდენი – თქვენ მზად ხართ წასასვლელად?
ჟურნალისტი – და თქვენ? [მზად ხართ?]
ბაიდენი – დიახ.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 24 თებერვლის შემდეგ აწარმოებს.