ბრუნეის სულთანმა ვარცხნილობისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი თანხა – 21 495 აშშ დოლარი გადაიხადა. მონარქმა საკუთარ სტილისტს სინგაპურის ავიახაზების თვითმფრინავზე კერძო აპარტამენტი დაუჯავშნა. მონარქი შიშობდა, რომ სხვა მგზავრებთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნის შემთხვევაში, სტილისტი ღორის გრიპით დაინფიცირდებოდა.
კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 42 მილიონი აშშ დოლარი საათში გადაიხადა. უცნაური პროექტი სახელწოდებით „10 000-წლიანი საათი“ ტეხასში ერთ-ერთ გამოქვაბულში განთავსდა. ბეზოსის ჩანაფიქრით, მექანიკური საათი 10 000 წლის განმავლობაში ადამიანის ჩარევის გარეშე იმუშავებს.
რუსმა მილიარდერმა ალიშერ უსმანოვმა ქვეყნის ყველაზე დიდი კერძო თვითმფრინავი შეიძინა. Airbus A340-ის ღირებულება 300 მილიონ აშშ დოლარს აღემატება. ლაინერი VIP სალონითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას აძლევს ოლიგარქს, მაქსიმალური კომფორტით იმოგზაუროს.
მულტიმილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა 8-ადგილიანი კოსმოსური ხომალდი შეიძინა. შენაძენი მას 200 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა. ბრენსონი კოსმოსური ტურიზმის განვითარების იდეის მომხრეა. ის მსურველებს კოსმოსური ხომალდით მგზავრობას სთავაზობს. ბილეთი 200 000 აშშ დოლარი ღირს.
Napster-ის, Plaxo-სა და Facebook-ის თანადამფუძნებელმა მილიარდერმა შონ პარკერმა 13 000 აშშ დოლარი ერთ კერძში გადაიხადა, თუმცა ეს თანხა ალბათ უმნიშვნელოა, როცა ნიუ-იორკში 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სახლი გაქვს, შენი ქონება კი 2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.
ამერიკელმა ბისნეზვუმენმა ლეონა ჰელმსიმ ქონების ნაწილი – 12 მილიონი აშშ დოლარი საყვარელ ძაღლს დაუტოვა. მისი გარდაცვალების შემდეგ ანდერძი ნათესავებმა გაასაჩივრეს, შედეგად ბალონკა „თრაბლმა“ მხოლოდ 2 მილიონი დოლარი მიიღო. სიცოცხლის ბოლომდე ძაღლი საკუთარი ლიმუზინით გადაადგილდებოდა და ზოგიერთ ადამიანზე უკეთესად იკვებებოდა.
წყარო: bpn.ge