[su_quote]მინდა, ხელისუფლებას დავუსვა კითხვა და პრეტენზია გამოვთქვა – თქვენ თუ იცოდით, რომ ასეთი პიროვნება ჩამოდიოდა საქართველოში, რატომ არ აღკვეთეთ მისი ჩამოსვლა, რატომ შემოუშვით და რატომ მიეცით იმის უფლება, რომ ეწარმოებინა ასეთი ტრენინგები ბაკურიანში? საქართველოში არაფერი არ იმალება და ყველამ კარგად ვიცით, რაზეც იყო იქ ლაპარაკი და რაც განიხილებოდა[/su_quote]
ამ კითხვით მოძრაობა “აი იას” დამფუძნებელმა, გია გაჩეჩილაძემ მედიასთან გაკეთებული განცხადებისას მიმართა, რომელშიც საუბრობდა იმაზე, რომ საქართველოში ამერიკელი პიტერ აკერმანი იყო ჩამოსული, რომელმაც, მისივე ინფორმაციით, ოპოზიციას ტრენინგი ჩაუტარა, თუ როგორ უნდა მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება.