ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

BBC: რუსეთმა კრეისერ “მოსკოვის” დაზიანების ფაქტი დაადასტურა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ფაქტს, კრეისერ “მოსკოვის” დაზიანების შესახებ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ბიბისის” რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, რუსეთის შეიარაღებული ძალების კრეისერ “მოსკოვს” ცეცხლი გაუჩნდა და საბრძოლო მასალა აფეთქდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

“ეკიპაჟი სრულად ევაკუირებულია. ხანძრის მიზეზებს ვარკვევთ. ხომალდი სერიოზულად დაზიანდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გუშინ უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ ხომალდი საკრუიზო ტიპის რაკეტებით დაბომბეს. 

როგორც არესტოვიჩი აღნიშნავს, ეს სწორედ ის რუსული გემია, რომელიც უკრაინელ სამხედროებს დანებებისკენ მოუწოდებდა და რომელიც კუნძულ ზმეინის მცველებმა “на х*й”-ზე გაუშვეს.

იტვირთბა....