ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ” – მარიუპოლის მცველები

36-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითებმა, რომლებიც მარიუპოლს რუსებისგან იცავენ, გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ნათქვამია, რომ ქალაქისთვის ბოლომდე იბრძოლებენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვიდეოში სამხედროები ასევე აღნიშნავენ, რომ რჩებიან უკრაინის ერთგულები და საზოგადოებას მოუწოდებენ გააცნობიერონ თავისუფლების ფასი.

“დიდება უკრაინას! ჩვენ ვართ მარიუპოლის დამცველები, 36-ე საზღვაო ბრიგადა, რომელიც ბოლო დრომდე იკავებდა და ინარჩუნებს ამ ქალაქის დაცვას. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს პოზიციებს. ამ ქალაქის ყოველ ნაწილს მაქსიმალურად შევინარჩუნებთ. მაგრამ რეალობა ის არის, რომ ქალაქი მართლაც აღმოჩნდა ბლოკადაში და არ ყოფილა საბრძოლო მასალის, საკვების მიწოდება”, – აცხადებენ მარიუპოლის დამცველები. 

ვიდეოში სამხედროები ასევე აღნიშნავენ, რომ ამდენი ხანი მათ გამარჯვების რწმენამ გააძლებინათ.

” ბოლომდე გავუძელით. მადლობელი ვართ ყველა უკრაინელის, ვისაც სჯერა საზღვაო ქვეითების. ამ რწმენით ჩვენ ამდენი ხანი გავძელით, არ დავტოვეთ ჩვენი პოზიციები. ჩვენ ერთგულები დავრჩით და ყოველთვის ერთგულები ვიქნებით. ყველა უკრაინელს უნდა ახსოვდეს ამ წინააღმდეგობის ფასი და დაასრულოს საქმე: დავიცვათ გამარჯვება ბოლომდე. უკრაინა, ევროპა, მსოფლიო… გამარჯვების რწმენით”, – აღნიშნეს საზღვაო ქვეითებმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას ამზადებს.

იტვირთბა....