ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

აშშ რუსეთის აეროდრომებზე იერიშის მისატანად უკრაინისთვის იარაღის მიცემას განიხილავს

აშშ მზად არის განიხილოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია რუსეთის აეროდრომებზე იერიშის მიტანა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ამ ეტაპზე იარაღის ტიპი არ კონკრეტდება.

“დიახ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას და მათ მე რესურსებს მივცემთ”,-  აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ ამერიკული მხარე გააგრძელებს უკრაინის დაზვერვისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

“ვიცით, რომ სადაზვერვო მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ უკრაინას ვუწევთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას”, – თქვა ჰიკსმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

 

იტვირთბა....