„ჩვენ უფრო მეტად გავუფასურდით, ვიდრე უნდა გავუფასურებულიყავით,“ – ეს განცხადება ცოტა ხნის წინ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით გააკეთა.
მინისტრმა განმარტა ის მიზეზები, რამაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვია.
“გარე ფაქტორები, რომელიც ჩვენ გავქვს და ჩვენ ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმდინარეობს, ეს ფაქტორები, რა თქმა უნდა, აისახა ჩვენი ვალუტის კურსზე. თუმცა ამ წუთში, ის მაკროეკონომკური ანალიზი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, აჩვენებს, რომ ჩვენ ცოტა უფრო მეტად გავუფასურდით, ვიდრე უნდა გავუფასურებულიყავით. რეალურად დაგროვილი ლარის კონვერტაცია მოხდა დოლარში, არაპირდაპირი დანიშნულებით. ანუ დაზოგვის მიზნით უფრო მოხდა აღნიშული, ვიდრე იმიტომ, რომ ეს ჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას სავაჭრო ურთიერთობებში. სავაჭრო ურთიერთობებთან მიმართებაში, იმპორტი შემცირებულია. ამ თვეში დასაზუსტებელია ეს ინფორმაცია, მაგრამ წინა წლის, ამ თვესთან შედარებით, 25 პროცენტით არის შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ლარის კურსზე ზეწოლა არ უნდა იყოს მკვეთრი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.