ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

“მინდა, რომ რუსეთმა ომი მოიგოს და რუსეთს შევუერთდეთ” – ქალი ოზურგეთიდან

მინდა, რომ რუსეთმა ომი მოიგოს და რუსეთს შევუერთდეთ, – აღნიშნულის შესახებ განაცხადა, ქალმა ოზურგეთიდან, რომელმაც საკუთარი სახლი “ალტ-ინფოს” ოფისისთვის დაუთმო.

ქალმა აღნიშნა, რომ რუსეთის მომხრეა და არ განიხილავს ვითარებას, რომელიც დღეს უკრაინაშია.

“მე რუსეთის მომხრე ვარ. მინდა, რომ რუსეთმა ომი მოიგოს. ასევე მინდა, რომ რუსეთს შევუერთდეთ და რუსეთთან ვიყოთ. არვიცი და არ განვიხილავ იმას, რაც დღეს უკრაინაში ხდება, არიან იქ ხალხი და იტყვიან”, – აცხადებს ის.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას ამზადებს.

იტვირთბა....