ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ექსპერტები მარიუპოლში ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებენ

ექსპერტები მარიუპოლში ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებენ, რომელშიც ნათქვამია, რომ ოკუპანტებს ფოსფორის შემცველი იარაღის გამოყენება შეეძლოთ.

როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრი იტყობინება “როსპროპაგანდამ” შესაძლოა შექმნას ყალბი მასალების სერია უკრაინის მხრიდან მარიუპოლის ქიმიური იარაღით დაბომბვის შესახებ.

“დღეის მდგომარეობით, რუსული ჯარების მიერ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია გადამოწმებულია. არსებობს ვარაუდი, რომ ეს იყო ფოსფორიანი საბრძოლო მასალები. მაგრამ ოფიციალური ვერსია მოგვიანებით იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ შეტევას ამზადებს.

იტვირთბა....